• მთავარი
  • მუნიციპალიტეტი
  • მერია
  • საკრებულო
  • აქტები
  • საჯარო ინფორმაცია
  • კონტაქტი
  • KA EN
    31
    იანვარი
    შეხვედრა მოსახლეობასთან

    მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, რწმუნებულის მოადგილე მანანა ნარიმანიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კახა ჩიტაური სოფელ მენესოს და ჭართალის მოსახლეობას შეხვდნენ.

    მხარის პირველმა პირმა ადგილობრივებისგან მენესოში და ჭართალში ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების და არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

    რწმუნებულმა ჭართალში ყოფნის დროს სოფლის საბავშვო ბაღი და საჯარო სკოლა დაათვალიერა. საგანმანათლებლო დაწესებულებებს სარეაბილიტაციო სამუშაოები ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა.